მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სხდომა 9 იანვარს 12:00 საათზე გაიმართება.
პროცესის გადადების მიზეზად, მოსამართლე, გიორგი არევაძემ დაასახელა, რომ სხვა საქმეზე გავიდა სათათბიროდ.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აპირებდა, შუამდგომლობის დაყენებას, რომ პროცესები დასვენების დღეებშიც ჩანიშნულიყო. ასევე უნდა დაკითხულიყო რამდენიმე მოწმე.
პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული.