ბერმუდის კუნძულების სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბაკნის – credit suiss–ის დავის, შესახებ სამართლებრივი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ პატრიკ ლესკაურდონმა, რომელიც credit suiss–დან ბიძინა ივანიშვილს საბანკო მომსახურეობას უწევდა, თაღლითური საქმეები აწარმოა, რომლებიც ოლიგარქის ინვესტიციებს უკავშირდება: “ბატონ ივანიშვილს ჰქონდა აგრესიული საინვესტიციო მადა” – ნათქვამია ბრალდების მხარის მიერ. სასამართლო არკვევს, რამდენად ახლო კონტაქტები ჰქონდათ ივანიშვილს და ლესკაურდონს და ჩარეულია თუ არა თავად ივანიშვილი ამ თაღლითურ სქემებში.
სასამართლო დოკუმენტში მოყვანილია ივანიშვილის ჩვენებიდან ნაწილიც.
“მე ინვესტიციების მართვაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი ამიტომ, credit suiss–ს გარკვეულ თანხას ვუხდიდი სერვისის გაწევისთვის” – ამბობს ივანიშვილი ჩვენებაში
გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს მტკიცებულებებად წარუდგინა ელ–ფოსტისა და შეხვედრების ჩანაწერები, რომლებიც, “ქართუ ბანკში” ივანიშვილის პირად ასისტენტებს, ბაჩიაშვილს, ხუხუნეიშვილს და ღარიბაშვილს ეკუთვნოდათ.