შრომის ფასი საქართველოში

უკვე თითქმის წელიწადიასაქართველოს შრომის ბაზარზე დამსაქმებლები კადრების დეფიციტზე ალაპარაკდნენთვე არ გავარომელიმე მედიაში მსგავსი შინაარსის ფრაზები არ შეგხვდეთ: „კადრებს სანთლით ვეძებთ“, „თანამშრომლებს ვერ ვპოულობთ“, „დირექტორს უფრო მარტივად იპოვივიდრე მიმტანს“, „მომსახურე პერსონალის პოვნა ფანტასტიკის სფერო გახდა“.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სტუმარმასპინძლობის სექტორში დგასთუმცა ცვლილებები სერვისისა და ლოჯისტიკის სფეროშიც შეინიშნებაკომპანიები ეძებენ მიმტანებსმზარეულებსმძღოლებსგადამზიდავებსდაცვის თანამშრომლებსკონსულტანტებსმაგრამ ხშირად ვერ პოულობენ მათგანსაკუთრებით უჭირთ სტაბილური დამით უმეტესკვალიფიციური კადრების პოვნა.

პოსტპანდემიურ რეალობაში სამუშაო კულტურა და მოთხოვნამიწოდების სისტემაგარკვეულწილადმთელ მსოფლიოში შეიცვალაადამიანების ნაწილმა დისტანციურიარაფიქსირებული გრაფიკის სამსახური ნახა და ძველ რეალობაში დაბრუნების შემდეგაც აღარ მოუნდა დილიდან საღამომდემუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რუტინული შრომაბევრს ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა ან სამუშაო გარემო არ მოსწონდა და გადაწყვიტაეს „გადატვირთვის“ პერიოდი უკეთესის საძებნელად გამოეყენებინაზოგმა საერთოდ გადააფასა არსებული რეალობაახალი უნარები აითვისა და პროფილი შეიცვალაბევრიც სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ.

აშშის შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, 2021 წელს 47 მილიონზე მეტმა ამერიკელმა ნებაყოფლობით დატოვა სამსახურირაც სამუშაო ადგილიდან თანამშრომლების უპრეცედენტო მასობრივი გადინება იყო მთელი ათწლეულების განმავლობაშიამ მოვლენას სახელიც დაარქვეს – Great Resignation.

სამსახურის ცვლილებისრელოკაციისა და კადრების გადინების ტენდენცია ევროპაშიც შესამჩნევიათუმცა უფრო ნაკლები ინტენსივობითვიდრე ამერიკაშიროგორც ჩანსამაზე ისიც მოქმედებსრომ ევროკავშირის ქვეყნებში სოციალური სახელმწიფოს პრინციპები შედარებით უკეთესადაა დაცულიუფრო გამართულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები და რიგ შტატებთან შედარებით მაღალია მინიმალური ხელფასიც.

საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობსამიტომ შიდა როტაციის მაჩვენებლებზე საუბარი რთულიათუმცა კადრების პრობლემა მაინც კარგად ასახავს ზოგად სურათსგანსხვავება ისაარომ სამსახურიდან წასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ქვეყნიდანაც მიდისრადგან ადგილობრივ ბაზარზე ნორმალური სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულიაამ მხრივსაყურადღებოა გასული წლის ემიგრაციის სტატისტიკა: 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობითსაქართველოდან უცხოეთში წასული მოქალაქეების რაოდენობა 100 ათასს აღწევდარაც 34 პროცენტით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებსბოლო წლების მაჩვენებლებითშეგვიძლიათამამად ვთქვათრომ საქართველოში შრომითი მიგრაციის ახალი, 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ტალღა დაიწყო.

საკადრო კრიზისსისევეროგორც მიგრაციასსაქართველოში ყველაზე მეტად დაბალი ანაზღაურება და რთული საყოფაცხოვრებო პირობები განაპირობებსპრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით თვალშისაცემი პოსტპანდემიური ინფლაციისა და გაზრდილი ფასების შემდეგ გახდაადამიანებსუბრალოდაღარაფერში ჰყოფნით ანაზღაურება და ცდილობენუკეთესი ალტერნატივა მოძებნონრომ ღირსეული ცხოვრების პირობები შეიქმნან. 

ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიანთუ რამ აიძულა ქვეყნის დატოვება და რა პირობებში უწევთ საქართველოში მუშაობაზოგიერთი რესპონდენტის სახელი შეცვლილია მათივე უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის გამო.

ისტორიები

39 წლის ელენე ზუსტად ერთი წლის წინ წავიდა ამერიკაში სამუშაოდარალეგალურად გადაკვეთა მექსიკაამერიკის საზღვარი და ამერიკელ მესაზღვრეებთან თავშესაფარი მოითხოვაელენე ორი მოზარდის მარტოხელა დედააბავშვები პენსიონერ მშობლებთან დატოვასესხი აიღო და უკეთესი მომავლის იმედითსაკმაოდ რისკიან გზას დაადგასაზღვარზესაემიგრაციოში 4 დღე გააჩერესსადაც სხვა თავშესაფრის მაძიებლებთან ერთად კარავში მოუწია გაჩერებაიქიდან ტექსასის საემიგრაციოში გადაიყვანესსადაც ასევე 4 დღე დაყოამბობსრომ გაუმართლარადგან უმრავლესობას ბევრად მეტ ხანს უწევს ხოლმე ლოდინიმისი წასვლის მიზეზი და მოტივაციარა თქმა უნდააქ არსებული გაუსაძლისი პირობები იყო.

2013 წლიდან მარკეტებში ვმუშაობდიჯერ კონსულტანტი ვიყავიმერე მოლარებევრი ადგილი გამოვიცვალეთავიდან ღამის ცვლაში ვიყავი და დღეგამოშვებით ვმუშაობდიხელფასი 150 ლარი მქონდამერე დღის ცვლაში გადავედი სრული დატვირთვით – კვირაში მხოლოდ ერთი დღე ვისვენებდიხელფასი კი 300 ლარი იყოამის შემდეგ მოლარედ ვმუშაობდი მარკეტ „უნივერსამში“. იქაც კვირაში 1 დღე ვისვენებდით და 350 ლარს ვიღებდიპანდემიის დროს წამოვედი.“

ამის შემდეგ ელენემ უბნის საცხობში იმუშავა მცხობლად – დილის 7 საათზე მიდიოდა და ღამის 11 საათამდე უწევდა ყოფნამთელი დღე ფეხზე იდგა და ფიზიკურად შრომობდადღეში 30 ლარს იღებდა და თუ რამე გაუფუჭდებოდათანხას აკლებდნენერთ დღეს მთელი სინი დამეწვა და იმ დღეს ხელფასი საერთოდ  ვერ ავიღე. 2 თვე გავძელიმეტი ფიზიკურად ვეღარ შევძელიმახსოვსთანამშრომლებირომლებიც წლები მუშაობდნენ იქფეხებსა და ხელებზე პერიოდულად სპეციალურ ნემსებს იკეთებდნენრომ ტკივილი და დაღლილობა არ ეგრძნოთ და ანთებითი პროცესები ჩაექროთამდენი საათი ასეთი დატვირთვა ძალიან რთული იყო.“ –იხსენებს ელენე. 

ახლა ის ნიუ იორკშია და ერთერთ ოჯახში ბავშვს უვლის. 6 დღე მათთან ცხოვრობსერთი დღე კი ისვენებსანაზღაურება კვირაში 800 დოლარი აქვსთანხის მოგროვებასაც ახერხებს და ოჯახისთვის გამოგზავნასაცთუმცა მათგან შორს ყოფნა და უცხო ადამიანებთან დროის უდიდესი ნაწილის გატარება მაინც უჭირსმართალიაკარგი ოჯახი შემხვდაპირობები ნორმალურიათან აქ ჩემი ნათესავებიც არიან სამუშაოდ ჩამოსულები და მარტო არ ვარმაგრამ მაინც რთულიაერთი სული მაქვსროდის მოვა ის 1 დღერომ დავისვენოცალკე ამბავია ბავშვების თემა და მათზე მუდმივად ფიქრისამომავლოდ არ ვიცირას ვიზამთუ მოვახერხეშეიძლებაისინიც წამოვიყვანოთუმცა უკან დაბრუნებაც მინდასულ აქ დარჩენას არ ვგეგმავიქნებისე მოვახერხორომ რაღაც თანხა დავაგროვო და საქართველოში პატარა ბიზნესი დავიწყო.“

ამერიკაში სამუშაოდ წავიდა 35 წლის ზაზაცრომელიც მანამდე თბილისის სხვადასხვა კერძო ობიექტში მუშაობდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზესრული სამუშაო გრაფიკით მისი მაქსიმალური ანაზღაურება ამ პოზიციაზე 800-900 ლარი იყოპანდემიის მერე გადაწყვიტაყველა გზა ეცადარომ როგორმე ცხოვრების პირობები გაეუმჯობესებინაარაფერში არ მყოფნიდა ხელფასიმეუღლე და პატარა ბავშვი მყავსუამრავი რამე გვჭირდებაზაზაც ნიუ იორკშიამასაც არალეგალური გზითმექსიკის საზღვრიდან მოუწია გადასვლა და რამდენიმე კვირა ლოდინიუკვე 7 თვეაამერიკაშია და ერთერთ გადაზიდვის კომპანიაში მანქანას ემსახურებამისი ერთი კვირის შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება აქაურ ყოველთვიურ ხელფასსრაც საქართველოში ფულის გამოგზავნასთან ერთად მცირე დანაზოგის საშუალებასაც აძლევსთუმცა მასაც ელენესავითალბათწლები მოუწევს ოჯახისგან შორს ყოფნა და მუშაობარომ უკან დაბრუნებისას გარკვეული ფინანსური გარანტიები ჰქონდეს და ცხოვრება მოიწყოს.

ემიგრაციაში ბედის საძებნელად წასულ ათიათასობით მოქალაქესთან ერთად უამრავი ადამიანი რჩება საქართველოში და ადგილობრივ შრომის ბაზარზე უწევთ თავის გადარჩენამიუხედავად ხელფასის მცირედით მომატებისაგანსაკუთრებით პრობლემური დღესაც სერვისის სფეროაამას ემატება სხვადასხვა ობიექტისა და კომპანიის თანამშრომლებირომლებიც დალაგებადასუფთავების სამუშაოებს ასრულებენმათ შორისდიდ კომპანიებშიცმათი ხელფასი ხშირად 300-400 ლარს არ აღემატება. 

დღეს ქსელური სუპერმარკეტების კონსულტანტებისა და მოლარეების საშუალო ანაზღაურება საათში დაახლოებით 3-4 ლარიაგრაფიკი დღეში 9-დან 12 საათამდე მერყეობს და თვიური ანაზღაურებაც ამის მიხედვით გამოდისმაგალითად, „სპარში“ 9-საათიანი გრაფიკით და კვირაში ერთი დღე დასვენებით მოლარეკონსულტანტის ხელფასისაშუალოდ, 750 ლარიადღეში 12 საათი მუშაობის შემთხვევაში კი – 900. დაახლოებით მსგავსი პირობებია „ნიკორაში“, „ევროპროდუქტში“, „კარფურსა“ და „გუდვილში“, თუმცა ზოგ მარკეტში კონსულტანტებისა და მოლარეების ხელფასი 500-700 ლარს არ აღემატება.

იგივე სიტუაციაა სააფთიაქო ქსელებშიცსადაც ფარმაცევტებისა და კონსულტანტების საშუალო ხელფასი 600-700 ლარიასამუშაო გრაფიკი კი სრული და ხშირად კანონით დადგენილ მაქსიმალურ 48 საათსაც სცდებაეს იმ დროსროცა ფარმაცევტული ბიზნესის შემოსავალი ერთერთი ყველაზე მაღალია საქართველოშიმაგალითად, 2021 წელს პსპს წმინდა მოგება 61 მილიონი ლარი იყო, „ავერსის“ კი – 82 მილიონიამ აფთიაქებს ქვეყნის მასშტაბითსაშუალოდ, 300 ფილიალი აქვთთითოეულ ფილიალშიმაქსიმუმ, 10 თანამშრომელიარომელთაც ასეთი დაბალი ანაზღაურება აქვთგამოდისრომ კომპანიის მფლობელებს მოგებიდან 2 მილიონი რომ გამოეყოთ და ხელფასებზე დაეხარჯათ, 3000-მდე თანამშრომელს ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდებოდა.

დაბალ ანაზღაურებასთან ერთად ხშირად პრობლემურია სამუშაო გარემოცმაგალითადსუპერმარკეტ „სპარში“, განსაკუთრებით თუ ფილიალი პატარააკონსულტანტები მოლარეებიც არიანდამლაგებლებიც და მაღაზიაში მოსული პროდუქციის მტვირთავებიცდასაქმებულთა უმეტესობა ახალგაზრდა ქალია და დიდი ყუთების საწყობში ტარება მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. 

26 წლის ანა ერთერთ ასეთ მარკეტში მუშაობს კვირაში 54 საათი (დღეში 9 საათიკვირაში ერთი დღე დასვენება). ხელფასი 700 ლარი აქვსმის ოფიციალურ მოვალეობაში მოლარეობა და კონსულტანტობა შედისთუმცა მას და მის თანამშრომლებს ხშირად უწევთ ყუთებით შემოსული პროდუქტის საწყობში ჩატანარადგან მაღაზიას ცალკე მტვირთავი არ ჰყავსანა ამბობსრომ ბოლო თვეებიაპერიოდულად ხერხემლის ტკივილი აწუხებსთუმცა ამაზე პრეტენზია რომ გამოთქვაპასუხი მენეჯმენტის მხრიდან ის იყორომ ყველა ასე აკეთებს და სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ აქვთგარდა ამისაკონსულტანტები აქ დამლაგებლის როლსაც ითავსებენრადგან მათ ფილიალში არც დამლაგებელი ჰყავთ.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელ „სუფთა სახლში“. მაღაზიის საწყობებისადაც სარეცხი ფხვნილებიქიმიური საწმენდი საშუალებები და სხვა ნივთიერებები ინახებაარ ნიავდებარადგან უმეტესობაში არ არის დამონტაჟებული ვენტილაციის სისტემაამ დროს თანამშრომლებს ხშირად უწევთ იქ ყოფნა პროდუქციის დახარისხებისა და დახლზე გამოტანის მიზნითამის გამო ბევრი უჩივის თავის ტკივილსალერგიას და გულისრევის შეგრძნებას.

დაბალი ანაზღაურებისრთული სამუშაო პირობებისა და ზედმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამოაღნიშნული კომპანიებიდან მუდმივად გაედინება კადრებიამას მოწმობს ვაკანსიების ვებგვერდებიცსადაც  ქვეყნდება უამრავი ინფორმაციარომ კომპანიები ეძებენ მოლარეოპერატორებსკონსულტანტებსმიმტანებსსასტუმროს თანამშრომლებსდამლაგებლებსა და ა.არასტაბილური კადრები და თანამშრომლების მუდმივი ცვლილება ერთერთი მიზეზიარის გამოც სერვისის სფეროში პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დასაქმებულების მასშტაბური გაერთიანება და პროტესტი აქამდე არ ყოფილა.

სად მიდიან ადამიანებირომლებიც ქვეყანას არ ტოვებენმაგრამ აღარც ამ პოზიციებზე უნდათ მუშაობა?

პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა სამუშაოებირომლებიც არაფორმალურ შრომის ბაზარს შეიძლება მივაკუთვნოთსაქსტატის მონაცემებითდღეს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი არაფორმალურ შრომაშია ჩართულიაქ შედიან ტაქსისტებიკურიერებიძიძებიკერძო სახლების დამლაგებლები და დიასახლისებიონლაინპორტალების კონტრაქტორი თანამშრომლებისხვადასხვა ენისა თუ საგნის მასწავლებლებირომელთაც კერძო მოსწავლეები ჰყავთ და ა..

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც 10 წელიაქვეყანაში სოციალური და შრომითი უფლებების საკითხებზე მუშაობსამ თემასაც იკვლევსორგანიზაციის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორითათული ჭუბაბრია აღნიშნავსრომ არაფორმალურ დასაქმების ბაზარზე გადასვლის მთავარი მიზეზი შედარებით უკეთესი ანაზღაურებაა.

ერთი მხრივქვეყანაში უმუშევრობის დონე იკლებსმაგრამ ამის საპირწონედ არ ხდება დასაქმებულებისა და სამუშაო ადგილების ზრდაგამოდისრომ ეს ადამიანები ეკონომიკურად არააქტიურები ხდებიან და აღარ ფიქსირდებიანროგორც სამუშაოს მაძიებლებირადგან ასეთ ფასად სახლიდან გამოსვლაც კი არ უღირთთუმცარეალურადალბათის ხდებარომ მათი უმეტესობა დაბალი ანაზღაურების  გამო ფორმალურ ბაზარზე მუშაობის ნაცვლად ცდილობსარაფორმალური გზებით ჰქონდეს შემოსავალი“.

სახელმწიფოს ინტერესებშიარომ შრომის ბაზარი მაქსიმალურად ფორმალიზებული იყოსთუმცა ამის წამახალისებლად არც მინიმალური ხელფასის დადგენაზე ზრუნავს და არც სამუშაო განრიგისზეგანაკვეთურის ანაზღაურებისა თუ სხვა დასაქმებულთათვის მხარდამჭერი რეგულაციების შემოღებაზეთათული ჭუბაბრია ამბობსრომ მათ ორგანიზაციას დაუბეგრავი მინიმუმის წინადადებაც ჰქონდარაც დაახლოებით 500 ლარის ქვემოთ შემოსავლის მქონე ადამიანების გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობსთუმცა ჯერ არც ამაზე უმსჯელიათ სერიოზულად.

მიმდინარე თვეში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების კოალიციამ „ღირსეული შრომის პლატფორმამ“ გამოაქვეყნა საქართველოში საცხოვრებელი ხელფასის შესახებ ანგარიშირომლის მიხედვითაცეს თანხა 1770 ლარს შეადგენს და ბევრად აღემატება ქვეყანაში არსებულ რეალურ ხელფასსსაცხოვრებელი ხელფასი წარმოადგენს დაუბეგრავ შემოსავალს და ეფუძნება ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებსეს განსხვავდება „საარსებო მინიმუმისგან“, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, 254 ლარიასაარსებო მინიმუმი მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავსსაცხოვრებელი ხელფასი კი არის თანხარომელიც ფარავს ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებსროგორებიცააკვებატანსაცმელისაცხოვრებელიგანათლებაჯანდაცვატრანსპორტირება და ა.საქსტატის მონაცემებითსაქართველოში მედიანური ხელფასი 900 ლარიაანუ დასაქმებულების 50 პროცენტს 900 ლარზე დაბალი აქვს ხელფასი, 50%-ს კი – 900-ზე მაღალიეს არის შუა წერტილი ხელფასების და არა გასაშუალოებულირაც აქამდე 1300 იყო.  გამოდისრომ ადამიანების 50 პროცენტს საქართველოში იმის ნახევარი შემოსავალიც არ აქვთრაც მათ ძირითად საჭიროებებს დაუკმაყოფილებდა.

როგორც თათული ჭუბაბრია ამბობსდასაქმებულებისთვის კიდევ ერთი პრობლემა ისაარომ მათი დიდი ნაწილი არასრულ განაკვეთზე მუშაობს და კიდევ უწევს დამატებითი სამსახურების ძებნასაქსტატის მონაცემებითეკონომიურად აქტიური მოსახლეობის 40 პროცენტი დღეს არასრულად არის დასაქმებული.

სოციოლოგი და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტიანა დიაკონიძერომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციასაღნიშნავსრომ მშრომელების ფორმალურ ბაზარზე დაბრუნების ერთერთი მთავარი გზა მინიმალური ხელფასის დაწესება და მათთვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნაა

ამჟამად კურიერების შრომას ვიკვლევსადაც ჩანსრომ მათი უმეტესობა მანამდე სერვისის სექტორის დაბალ რგოლში მუშაობდაისინი პანდემიის დროს ჩაერთნენ ამ პლატფორმულ შრომაშირომელიც ბოლომდე არაფორმალური არ არისმაგრამ სახელმწიფოსგან მეტნაკლებად მაინც დამალულიამიზეზი უკეთესი ანაზღაურებამეორე მაგალითი შემიძლიასაკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვანოჩემი ბავშვის ძიძა კლინიკაში მუშაობდა მთავარ ექთნადმან დატოვა ფორმალური სამუშაო და მოვიდა ჩემთანიმიტომ რომ თითქმის ორმაგი ხელფასი აქვსასეთი მაგალითი საკმაოდ ბევრია ჩვენ ირგვლივრა თქმა უნდამინიმალური ხელფასი შრომის ბაზარზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევსდასაქმებულებისთვის ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი იქნებარაც შეეხება ბიზნესსდიდი ბიზნესი ამას მარტივად აიტანსმცირეს და საშუალოს შეიძლებათავიდან ცოტა გაუჭირდესმაგრამ ამაზე გადაწყობა მოხდებაგააჩნიარეფორმის დიზაინსაც როგორც გავაკეთებთესრა თქმა უნდაგონივრული უნდა იყოს“.

უკეთესი სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნის ერთერთი მთავარი და საერთაშორისოდ აპრობირებული გზა დღეს განვითარებულ ქვეყნებში პროფკავშირების დახმარებით დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვებიაბოლო 10 წელიწადში საქართველოში საკმაოდ ბევრი გაფიცვა და პროტესტი იყოთუმცა ეს უფრო პირველადი დასაქმების ინდუსტრიებს შეეხებოდაქარხნებიმადნის მოპოვების საწარმოებიმეტროექიმებიექთნებიქალაქის დასუფთავების სამსახური და ა.მათმა ნაწილმა მოახერხა კიდეც გარკვეული შედეგის მიღწევატრადიციული დასაქმების სექტორში უფრო მეტად არის ერთიანობის განცდარადგან ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ერთად და ერთმანეთის სოლიდარობის იმედი აქვთრაც შეეხება სერვისის სფეროსის იმდენად სეგმენტირებული და ცვალებადიამათი გაერთიანება ბევრად რთულია

შრომის კოდექსის რეფორმაშრომის ინსპექცია და მისი უფლებამოსილებები

კანონის მიხედვითსამუშაო პირობებს ქვეყანაში შრომის კოდექსი განსაზღვრავს და შრომის ინსპექცია აკონტროლებს და არეგულირებს. 2006 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეცვალა შრომის კოდექსი და საერთოდ გააუქმა შრომის ინსპექციარამაც მკვეთრად შეამცირა მშრომელთა დაცვის მექანიზმიახალი შრომის კოდექსიდან ამოიღეს დებულებებირომლებითაც რეგულირდებოდა ყოველკვირეული დასვენებაზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტიზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი და ცვლების დროს შესვენებებიდაუშვეს სიტყვიერი და არა წერილობითი დასაქმების კონტრაქტების გაფორმება და მშრომელთა გათავისუფლება წინასწარი შეტყობინების გარეშენებისმიერი მიზეზითშედეგადგახშირდა სამუშაო ადგილებზე დაშავებაგარდაცვალებისა და შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები. 2006 წელს მიღებული ცვლილებები ეფუძნებოდა ვარაუდსრომ შრომის ბაზრის დერეგულაცია ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაშითუმცა როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია Human right watch აღნიშნავს 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშიეკონომიკური ზრდის შედეგები არ ასახულა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე და ვერც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.

იურისტი და შრომის სამართლის სპეციალისტივაკო ნაცვლიშვილი ამბობსრომ ინსპექციის გაუქმება დიდი შეცდომა იყო და ამან მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოიტანაინსპექცია გააუქმესროგორც კორუმპირებული სტრუქტურათითქოს კორუფცია უშუალოდ შრომის ინსპექციასა და კეთილდღეობის ინსტიტუტებში იყო ლოკალიზებული და სხვა უწყებები არ იყვნენ კორუმპირებულებიროგორი პრობლემურიც არ უნდა ყოფილიყო შრომის ინსპექციამისი გაუქმება მაინც არასწორი იყორადგან თუნდაც სუსტი ინსპექცია ჯობს მის საერთოდ არარსებობას და ამას სტატისტიკაც ადასტურებს“.

Human Rights Watch-ის კვლევაში ვკითხულობთრომ დერეგულაციის შემდეგ საქართველოში სამუშაო ადგილზე ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა 74 პროცენტით გაიზარდა და შემთხვევებიძირითადადსამთომომპოვებელ მრეწველობაში (მაღაროებშიშახტებშიდა მშენებლობაზე ხდებოდა. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 41 იყოგანსხვავებით 2002-2005 წლებისგანროდესაც ეს რიცხვი წელიწადშისაშუალოდ, 24-ს შეადგენდა.

2013 წლიდან საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა შრომითი ბაზრის რეგულირებისკენ – გართულდა დასაქმებულის გათავისუფლების პროცედურააიკრძალა დისკრიმინაცია ახალი თანამშრომლის დაქირავებისას და სავალდებულო გახდა დასაქმებულთან წერილობითი კონტრაქტის გაფორმება სამ თვეზე მეტი ვადით დასაქმებისას. 2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებისა და შემდეგ უკვე ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველოს მოუწიავალდებულება აეღო შრომის კანონმდებლობის გაუმჯობესებაზერაც სრულფასოვანი შრომის ინსპექციის შექმნას და მის ფუნქციურ დატვირთვას გულისხმობდა. 2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტირომლის მთავარი ფუნქცია თავდაპირველად შრომის უსაფრთხოების კონტროლი იყოინსპექციის მანდატი მხოლოდ 2020 წელსახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ გაფართოვდაგარკვეული ცვლილებები შევიდა კანონშიც.

ვინაიდან საქართველოში სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულს აღწევდამალევე მომწიფდა საზოგადოებრივი აზრირომ ეს მიუღებელი იყო და ამიტომ თავიდან ამაზე გაკეთდა აქცენტითუმცა ეს დაყოფა ხელოვნური იყორადგანრეალურადშრომის უფლებები უსაფრთხოებასთან ერთად თავისთავად გულისხმობს ბევრ სხვა ასპექტსაცპრობლემა ისიც იყორომ მანამდე ინსპექციაძირითადადპოსტფაქტუმ შედიოდა კომპანიაშიროცა შედეგი უკვე დამდგარი იყო და ადამიანი – მკვდარი ან დაშავებულიამ დროს ინსპექციის მთავარი ფუნქციაა შემთხვევების პრევენცია.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილირომელიც 2019-2020 წლებში  შრომის კოდექსის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. ის მიიჩნევსრომ კოდექსის ცვლილებასა და ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებაში ცენტრალური და გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის ვალდებულებებმა და რომ არა ეს ფაქტორიმთავრობა არც იმ დათმობაზე წავიდოდარაზეც წავიდა.

შრომის ინსპექციის მონაცემებითბოლო წლებში სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ უფრო მცირდებაამას ადასტურებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრიც“. თათული ჭუბაბრია აღნიშნავსრომ ამის პარალელურად გაზრდილია დაშავების სტატისტიკარაც იმაზე მეტყველებსრომ ეს ინციდენტები მეტი სერიოზულობით აღირიცხება და შრომის ინსპექცია ამას სათანადოდ აკონტროლებს. „რაც შეეხება შრომით უფლებებსვინაიდან შრომის ინსპექცია მხოლოდ 2021 წლის პირველი იანვრიდან აღიჭურვა მანდატითრომ უსაფრთხოების გარდასხვა მიმართულებების ინსპექტირებაც მოეხდინაამ თვალსაზრისითასეთი პერიოდულობა ჯერ  არ გასულაამიტომ იმასთუ როგორ კონტროლდება შრომის რეჟიმიპირობებიანაზღაურებაშვებულება და .., ახლა  ვაკვირდებითროგორც კი საკმარისი ინდიკატორები გვექნებაესეც აისახება ჩვენს კვლევებში.“

სახელმწიფოს დაშესაბამისადშრომის ინსპექციასაც ჯერ ისევ აქვს არგაღიზიანების პოლიტიკა ბიზნესის მიმართამიტომინსპექცია ხშირად არ ახმაურებს კონკრეტული კომპანიების სახელებს და ერიდება დეტალების პროაქტიურად გამოქვეყნებასამის გამოზოგჯერ რთულდება საკითხის დროულად შესწავლა და ინფორმაციის დამუშავება.

ძირითადადჯამურ სტატისტიკას დებენ ხოლმე ვებგვერდზეთუ რამდენი დარღვევა დადგინდაერიდებიანდეტალურად დაწერონვინ დააჯარიმესრა მუხლი დაირღვა და .მერე ჩვენ გვიწევს ამ ინფორმაციის გამოთხოვაგაანალიზება და გაციფრულებარაც დიდ რესურსს მოითხოვს და ოპერატიულად ვერ ხერხდებამაგალითად, 2022 წელი ჯერ არ გვაქვს გაანალიზებულიამის გამო სულ ვეკამათებით სახელმწიფოს და ვეუბნებითრომ ეს მათი ფუნქციაა და უნდა გამოაქვეყნონ.“

მიუხედავად კოდექსში შესული ცვლილებებისაშრომის უფლებებისა და ზედამხედველობის შესახებ რეგულაციები ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას ისეთ სფეროებშიროგორიცაასავალდებულო ყოველკვირეული დასვენებაღამის საათებში მუშაობაზეგანაკვეთური საათები და მათი ანაზღაურებაასევეცვლების დროს შესვენებაერთი მხრივშრომის კოდექსი აწესებს 40-საათიან სამუშაო კვირასკონკრეტული სახის მრეწველობისთვის კიმათ შორის ტექსტილისმშენებლობისა და ქიმიური წარმოებისთვის – 48-საათიანსთუმცა ბუნდოვანიათუ როგორ შეიძლებადაიცვა ეს წესები პრაქტიკაშირადგან კანონი არ ადგენს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტსგარდა ერთი ნორმისარომლის თანახმადაცდასვენების ხანგრძლივობა სამუშაო დღეებს ან ცვლებს შორისმინიმუმ, 12 საათს უნდა შეადგენდეს.

შრომის კოდექსი არც კვირის განმავლობაში დასვენების პერიოდის მინიმალურ ხანგრძლივობას განსაზღვრავსშრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებითდასაქმებულები კვირაშიმინიმუმ, 24-საათიანი დასვენებით უნდა სარგებლობდნენხოლო ეკონომიკურისოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის რეკომენდაციაარომ „მშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადმათთვის 2 თანმიმდევრული დასვენების დღის მიცემის ზოგად წესს მიენიჭოს უპირატესობა“.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობსრომ ამ საკითხებზე სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ ბიზნესის მხრიდანისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მინიმალური ხელფასისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენის საკითხსასევეარ უნდოდათ შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებაცმაგრამევროკავშირის დირექტივების გამოამ საკითხზე დათმობა მოუწიათრაც შეეხება სხვა მიმართულებებსამ შემთხვევაში სახელმწიფოც მათ მხარეს აღმოჩნდა.

კოდექსის პირველ ვერსიაში ეწერარომ მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში პარლამენტს უნდა მიეღო კანონი მინიმალური ხელფასის შესახებთუმცა ეს ბიზნესისთვის ერთერთი მთავარი წინააღმდეგობის საკითხი აღმოჩნდადღეს, 2 წლის თავზე უკვე ვხედავთრომ თვითონ ბიზნესი წუწუნებს სამუშაო ძალის დეფიციტზერაც უპირველეს ყოვლისა სწორედ დაბალ ანაზღაურებასთანაა დაკავშირებულიმათ წინააღმდეგობას ერთგვარი ბუმერანგის ეფექტი ჰქონდარაკი ამდენი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში და ცუდი ეკონომიკური ვითარებააზოგს დასაქმება ქველმოქმედების აქტი ჰგონიაფიქრობენრომ არ აქვს დიდი მნიშვნელობაროგორ პირობებში ამუშავებრა ხელფასს უხდი და .დასაქმებული  ყველაფრით კმაყოფილი უნდა იყოს და პრეტენზია არ გამოთქვას.“

საქართველოში მინიმალურ ხელფასს დღეს ფორმალური სახე აქვს და 20 ლარს შეადგენსბრძანებულება 1999 წელს გამოიცა პრეზიდენტის მიერ და მას შემდეგ ეს ტარიფი არ შეცვლილასაქართველოს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს თანხა ბევრად მაღალიასომხეთში ამ ეტაპზე 173 დოლარია ( დაახლოებით 468 ლარიდა 2023 წლის იანვრიდან 190 დოლარამდე უნდა გაიზარდოსაზერბაიჯანში კი მინიმალური ანაზღაურება 176 დოლარია (დაახლოებით 476 ლარი).

ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორირაც ბოლო წლებში შრომით პრაქტიკაში შეიცვალაის არისრომ გაიზარდა მიმართვიანობა სასამართლოსადმი და მშრომელებიც ბევრად უფრო ხშირად იგებენ პროცესებსვიდრე ადრეეს შრომის კოდექსის ეტაპობრივი ცვლილებისა და გაუმჯობესების მნიშვნელოვანი დამსახურებაარადგან რეფორმის შედეგად დასაქმებულებს კანონი მეტად იცავსვიდრე მანამდერამდენიმე თვის წინ უკმაყოფილო კომენტარიც კი მოვისმინეთ ერთერთი მსხვილი იურიდიული ფირმის იურისტისგანრომელიც მოურიდებლად ამბობდა, „ადამიანების გათავისუფლება იმდენად გართულდარომ ეს უკვე მახინჯ ფორმებს იღებსო“.

ვაკო ნაცვლიშვილი ამბობსრომ ეს დადებითი დინამიკა პროფკავშირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის დამსახურებაც არისრომლებიც უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ მშრომელებს და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიანაწარმოონ დავა სასამართლოშიარაერთი მაგალითია თუნდაც საჯარო სექტორშისადაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პროცესები მოიგესთუმცა დამსაქმებლებმა მაინც მიაგნეს გამოსავალს და ზოგჯერ რეორგანიზაციას იყენებენ თანამშრომლების გასაშვებად.

მაგალითადთეა წულუკიანმარომელმაც 2013 წელს იუსტიციის მინისტრობისას თავად გაართულა დასაქმებულების გათავისუფლებაახლაკულტურის მინისტრის რანგში რეორგანიზაცია გამოიყენარომ მარტივად გაეშვა თავის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

გამოსავალი და პერსპექტივა

რა გამოსავალი არსებობს არსებული სიტუაციიდან და რა ბერკეტები აქვთ მშრომელებსპროფკავშირებს უფლებების გასაუმჯობესებლადამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტები რამდენიმე მთავარ ფაქტორს გამოყოფენესენიაევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებითავად მშრომელთა აქტიურობაბიზნესის ადეკვატური რეაგირება და სახელმწიფოს ნებადაიჭიროს მოსახლეობის უმრავლესობის მხარე და შექმნას ქვეყანაში ღირსეული ცხოვრების პირობები.

რეალურადშრომის რეფორმისა და შრომის ინსპექციის გაძლიერების მოთხოვნა ვიზალიბერალიზაციის ნაწილი უფრო იყო და არა ასოცირების ხელშეკრულებისევროპა გვეუბნებარომთუ შენ გინდა უვიზო რეჟიმიკეთილი უნდა ინებო და საზღვარი აკონტროლოანტიდისკრიმინაციული კანონიც გქონდესშრომის ინსპექციაც და ყველაფერი გააკეთორომ მიგრაცია შემცირდესმათ კომუნიზმის გასავრცელებლად კი არ უნდათ აქ ეს ყველაფერიარამედ უნდათშენს ქვეყანაშივე შეძლო საკუთარი მოქალაქის დაცვა და იქ არ გაიქცეს თავშესაფრის მოთხოვნით“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

ანა დიაკონიძე ფიქრობსრომ თავად ბიზნესის ინტერესშიც უნდა შედიოდეს საბაზრო და შრომითი ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელება.

როცა ჩვენ ვამბობთრომ ეს რეგულაციები ბიზნესის ინტერესებს ეწინააღმდეგებაარ უნდა დაგვავიწყდესრომ ამავე დროს იგივე ბიზნესი წუწუნებს გასაღების ბაზრის პრობლემაზე და იმაზერომ ევროკავშირის ბაზარზე უნდა შესვლარადგან  ეს ძალიან დიდი ბაზარია და ყველასთვის მიმზიდველიაალბათასე უნდა დავანახოთ მათ ეს ამბავირომ საამისოდ გარკვეული ხარჯი თვითონაც უნდა გაიღონთუნდაც იმითრომ მინიმალური ხელფასი და ადეკვატური სამუშაო პირობები დაამკვიდრონ თავიანთ საწარმოებსა და კომპანიებში.“

თუმცა ამ ყველაფერში მთავარი მაინც სახელმწიფოს ნება და პოლიტიკური კლასის პოზიციაარომელიც ხშირად გარიგებულია ხოლმე ბიზნესთან ან თავად აქვს წილი სხვადასხვა ბიზნესშიშედეგადმათი დიდი ნაწილი დასაქმებულების ინტერესების დაცვისა და მშრომელებზე ორიენტირების ნაცვლადსულ სხვა საკითხების ლობირებითაა დაკავებული.

თუ ძალიან აქტივისტი ინსპექტორი გვეყოლებაშესაძლებელიაამ უწყების ხელი უფრო მეტად დაეტყოს მშრომელებს და აგრძნობინოს ის ცვლილებებირომლებიც კანონში შევიდამაგრამ ამ პირობებში ეს საკმაოდ რთულიაროცა მთელი მთავრობა და პოლიტიკური კლასი მობილიზებულიარომ ბიზნესისთვის სასარგებლო გარემო შექმნასამით რეკლამირებენ საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენც ამას გვაჯერებენრომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული დერეგულაციასთანძნელად წარმოსადგენიარომ ერთმა თუნდაც უფლებამოსილმა სტრუქტურამ მნიშვნელოვნად შეცვალოს რამემანამსანამ სახელმწიფოს საზედამხედველო ფუნქციის გადააზრება არ მოხდებაიქნება ეს შრომაშიგარემოს დაცვაშიმიწასთან დაკავშირებულ საკითხებში თუ სხვართულია ერთმა უწყებამ არსებითი გავლენა იქონიოს მშრომელთა პირობებზე.“ – ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი.

publika.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share