“დასავლეთს შეუძლია…დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე” -მიხეილ სააკაშვილის სტატია WSJ-ში

“დასავლეთს შეუძლია დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე” –  The wall street journal  მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, რომ ქართველ ხალხს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მას კი სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ.

მესამე პრეზიდენტი, ასევე, შეახსენებს დასავლელ მოკავშირეებს, რომ პუტინი მას დასჯას დაჰპირდა და თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას, მის მეტოქესთან, ალექსეი ნავალნისთან პარალელიც გაავლო.

“თუ საქართველოს მტრები წარმატებას მიაღწევენ და მე პატიმრობაში მოვკვდები, რეგიონის სხვა ლიდერებმა უნდა იღელვონ როგორც რეგიონის, ასევე, საკუთარ ბედზეც. პუტინს არ დაუმალავს, რომ აქტიურად ერეოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ამჟამინდელი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში. პუტინი დამპირდა, რომ დამსჯიდა და რამდენჯერმე გაავლო პარალელები ჩემსა და მის ერთ დროს შიდა მეტოქე, ალექსეი ნავალნის შორის.

11 ევროპელი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც მუშაობს ორგანიზაცია „ეპათიასთან” ერთად თქვა, რომ სამედიცინო დახმარება საქართველოში არაადეკვატურია. ხუთმა ამერიკელმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შემისწავლა და მითხრა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაუდებელი დახმარების გარეშე, ციხეში მოვკვდები. მათ აღმოაჩინეს, რომ პოტენციურად სასიკვდილო მძიმე ლითონით მომწამლეს და მივიღე ტვინის დაზიანება დამპყრობლების ხელით.

ახლა მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ აშშ არ მისცემს საშუალებას პუტინს, მიაღწიოს გამარჯვებას ჩემი სიკვდილით და არ მისცემს საშუალებას, დაამყაროს კონტროლი საქართველოზე, რის აღსაკვეთადაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share