რომელ მედიკამენტებზე განსაზღვრა მთავრობამ ღირებულების ზედა ზღვარი

15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა, 15 თებერვლიდან კი, ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. თუკი სექტორი, რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.

ამასთან, ასევე 15 იანვარს უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, თუ რომელ კონკრეტულ მედიკამენტის ფასს დაარეგულირებს მთავრობა პირველ ეტაპზე. შესაბამისად, მთავრობამ განსაზღვრა ღირებულების ზედა ზღვარი, რაზე მაღალ ფასადაც კონკრეტული მედიკამენტი ვეღარ გაიყიდება.

ამ მედიკამენტებს შორისაა: amiodarone, amlodipine, amoxicillin, atorvastatin, azithromycin, bicalutamide, bisoprolol, budesonide, capecitabine, carbamazepine, carboplatin, levothyroxine sodium, lamotrigine და ა.შ. დადგენილებაში მითითბულია ასევე, რა უნდა იყოს კონკრეტული მედიკამენტის ღირებულების ზედა ზღვარი, რომელზე მაღალ ფასადაც აფთიაქი წამალს ვერ გაყიდის. უფრო დეტალურად იხილეთ დოკუმენტი და დანართი ბმულზე: ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share