მსახიობისა და მომღერლის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი, უკრაინელი პოლიტიკოსი ლიზა იასკო ეხმიანება. ის კიკაბიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ის წავიდა… ვახტანგ კიკაბიძე. ძალიან კეთილი ადამიანი, რომელიც გულწრფელად უჭერდა მხარს მიშას. უდიდესი დანაკარგია. ძალიან ვწუხვარ. ეს საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.
ის ამბობდა, რომ ოკუპაცია არის ოკუპაცია, რომ აგრესორს აგრესორს უწოდებდა. ძალიან მხიარული და გულწრფელი იყო. საოცარი გზა განვლო.
ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. მიშას გასათავისუფლებლად ღიად სთხოვდა დახმარებას მსოფლიოსა და უკრაინას. უკრაინის 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ის ჩვენთან, უკრაინელებთან ერთად იყო. უკრაინელებს ის უყყვარდათ და პატივს სცემდნენ”, – წერს ლიზა იასკო.