პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ქართული ოპოზიციიდან ბევრი ელოდება, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „რამე დაემართოს“, რათა შემდეგ მისი მომხრეების ხმები თავად მიიღონ.
„ბევრი ელოდება, რომ მიშას იქნებ რამე დაემართოს. ყველას უნდა სააკაშვილის „მოტეხვა“ და ყველას უნდა სააკაშვილის მომხრეების ხმა. დიდგორის მოგებაში თურმე ქართულ ოპოზიციას ხელს უშლის სააკაშვილი. 2020-ში ხომ არ ჩამოსულა, რატომ ვერ მოიგეს? რატომ ვერ მოიგეს მარტივ მამრავლებად დაშლილები რომ გავიდნენ არჩევნებზე? მერე გაუკვირდათ, რომ 3 ხმა ვერ აიღეს, დასკვნები ვერ გამოიტანეს.
ეს პროცესი დასრულდება იმით, რომ უმრავლესობა ოპოზიციური სპექტრის გაქრება, დარჩება მცირე ნაწილი. ეს პოლიტიკური დარვინიზმია, ყველაზე მეტად დარვინიზმი პოლიტიკას ახასიათებს“, – განაცხადა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.