ბახვი ჰესის განათლების ხელშეწყობის პროგრამა და გრანტის გაცემის წესი

ბახვი ჰესის განათლების ხელშეწყობის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და ფინანსური დახმარება გაუწიოს მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩაირიცხებიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათებლო დაწესებულებებში ჰიდროენერგეტიკის, საინჟინრო ან გარემოსდაცვით სპეციალობებზე. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ამუშავდა.
ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტით დღესდღეობით სოფელი მთისპირის მკვიდრი ჯაბა ბოლქვაძე სარგებლობს. მან 2022 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ელექტრო ინჟინერიის განხრით ჩააბარა. ჯაბა მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მან პროგრამის შესახებ ბახვი ჰესის ტრენინგ კურსის ფარგლებში მიიღო ინფორაცია.
„ჩვენ თავად მშობლები ვართ და კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად შეარჩიოს და დაგეგმოს აბიტურიენტმა საკუთარი მომავალი. ახალგაზრდებისთვის დახმარება განათლების მიღების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა რაც შეიძლება გავაკეთოთ მომავალი თაობისთვის. სწორედ ამიტომ, ბახვი ჰესის სოციალური პროექტების ნუსხაში საგანმანათლებლო პროექტებს პრიორიტეტული ადგილი უკავია.. საგანამანათლებლო ტრენინგების პარალელურად, გვაქვს სტუდენტური გრანტების პროგრამაც, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც აქვთ მთისპირის თემისა და ჩხაკაურას სოფლების აბიტურიენტებს. თუმცა, არსებობს გარკვეული პირობა და წესი იმისა, თუ როგორ და ვის შეუძლია ამ გრანტის მოთხოვნა. მნიშვნელოვანი კომპონენტია, გრანტის შენარჩუნებაც, რაც პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია სწავლების ხარისხზე და აკადემიურ მოსწრებაზე. ჩვენი გრანტის ფარგლებში, ჩვენ ვახალისებთ ე.წ. მომავლის პროფესიებს, როგორიცაა გარემოსდაცვა, ინჟინერია და ენერგეტიკის სფეროში არსებული პროფესიები. მიგვაჩნია, რომ ამ სექტორში კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ჩვენც, როგორ ჰიდროენერგეტიკის სფეროში ჩართულ კომპანიას, გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი კადრები, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ ქვეყნის მომავალია“ – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
ბახვი ჰესმა სასწავლო გრანტის მოპოვებაზე განცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 1 ივლისიდან და პროექტი განხორციელდება მხოლოდ 2024 წლის ბოლომდე. დაინტერესებულ პირთათვის სასწავლო გრანტის გაცემის პირობების გაცნობის მიზნით, კომპანიას შემუშავებული და დამტკიცებული აქვს დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა გაწერილი გრანტის მოთხოვნები და პირობები. დოკუმენტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:  http://www.cceh.ge

დოკუმენტის ბმული:

https://cceh.ge/uploads/Scholarship_Policy_Bakhvi_12_HPPs.pdf

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share