რა კავშირია მეგრულ „ოხუამე“ და სვანურ „ლახვამ” და ქუთაისის “უქიმერიონს” შორის

ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე დგას ბაგრატის ტაძარი, იგივე ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი X-XI საუკუნების მიჯნაზე აშენდა.

 

image

 

ჩრდილოეთით მდებარე კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“, რაც 1003 წელს ნიშნავს და ბაგრატ მესამის მეფობის წლებს უკავშირდება (975-1014). ბაგრატ მესამე, მოგეხსენებათ, გიორგი პირველის მამა იყო, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს კონსტანტინე გამსახურდიას ” დიდოსტატის მარჯვენა” ვისაც გვისწავლია.

 

XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692 წელს „შემუსრეს ოსმალთა, “ კა­თედ­რა­ლის გუმ­ბა­თი დენ­თით აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ი­შა­ლა. კერძოდ, ტაძარს ოთხივ კუთხეში თოფის წამალი ჩაუდეს და ნანგრევებად აქციეს, ხოლო მისი ძვირფასი მორთულობა და მარმარილოს მოპირკეთება თავის ქვეყანაში წაიღეს.

 

image

 

არსებობს ვერსიაც, რომ ტაძ­რის ზე­და ნა­წი­ლის ნგრე­ვა 1770 წელს, გე­ნე­რალ ტოტ­ლე­ბე­ნის მი­ერ უქიმერიონის ცი­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­მე­ხე­ბი­დან ყუმ­ბა­რე­ბის სრო­ლის შედეგად მოხდა. თუმცა, XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი ყოფილა ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც.

 

“ქუთაისის მარჯვენა მხრის მთებს, საცა ბაგრატის ტაძარია, ძველად ერქვა (და მგონი დღესაც უწოდებენ) უხამერიონის ანუ ოხამერიონის მთებს. ერთი ჩვენებური ფილოლოგი ამ სახელს უკავშირებს ბერძნულ სიტყვას „ხიმა“ (ზამთარი) და ამ ხიმადამ აწარმოებს ოხამერიონს. ჩემის აზრით-კი, აქ ზამთარს არაფერი ადგილი არა აქვს. უხემერიონის ფესვი უნდა იყოს ქართულივე სიტყუა „ოხუა“, რომლიდგანაც იწარმოვა სიტყვები: საოხი, საოხებელი, ოხება და აქედან მეგრული სახელწოდება ეკლესიისა „ოხუამე“ და სვანურიც „ლახვამ“. ეს სიტყვები ქართულის პრეფიქსით ასრე გამოითქმის: სა-ხუამე და სა-ხუამ, ე. ი. ადგილი სასაყდრო, საღმრთო, სავედრებელი ანუ საოხი, სა-ოხებელი, ო-ხუამე-რიონი (მეგრულად)”, წერს მ. ჯანაშვილი, „საუნჯე მეათე საუკუნისაში“.

intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share