“გურიაში ჟურნალისტები ჩამოვიდნენ გურული წყევლის ჩასაწერად. წყევლა ყველა გურულმა იცის, თუმცა სტუმრები ქსენია ბებიასთან გაუშვეს და გააფრთხილეს, უბედურობა ქალია და ფრთხილად იყავითო. დაიძახეს ქსენიას ჭიშკართან. –მობრძანდით, ნენა! რაია, მოხდა რამე თუ გზაი აგებნათ? –არა, ბებო.ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ჟურნალისტები ვართ, გურული წყევლის ჩასაწერად ჩამოვედით თბილისიდან. თქვენთან მოგვასწავლეს კარგი წყევლა იცისო. ქსენიამ თავშალი გადაიძრო, თმები გაიშალა და დაიწყო. –ვინცხამ მაგი გითხრათ, იმას გუუხმეს ენა და ენისკლიტე. მაგი ღვთისპირიდან გადასაგდები, ჯინკზე მენახოს გადამკვდარი მისი ძეი და მომავალი.მოტაფული მის ოჯახში ყოლისფერი: ორფეხი, ოთხფეხი. არ გეეხაროს არასფერს. დაფსებოდეს ორივე თვალი და კედელ-კედელ დეეწყოს სიარული. მისი ხელები მენახოს გულზე დაწყობილი. მატარებელი დაჯახებოდეს და მეესრისოს. მისი ყოლიფერი მოტაფული, მოსრესილი მენახოს, სკვარამი და მუგუზალი.მუუსვლელში წასულიყოს მისი ოჯახი. ვინც მაი გითხრათ, მისის ტვინი მენახოს კედელაზე მისხმული. მაგი სილიბენტურები, მაგენის ტვინი მენახოს გასხმული შარაზე. დედა რავა გადამრიეს, რავა შემშალეს, რაის წყევლა ვიცი, ნენა, მე. ჭირი მაგათ, ჭირი! ჟურნალისტებმა მადლობა გადაუხადეს ქსენიას. სწორედ ამისთვის ვიყავით ჩამოსულები და არ გვეგონა ასე მალე თუ ჩავწერდითო. ასეთია გურია!“ -წერს ლადო აფხაზავა.