“მტერი ჩვენს განადგურებას ეცდება… ძალიან რთული იქნება” – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი დასავლელი მოკავშირეების რამშრაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრასა და უკრაინისის ახალი სამხედრო დახმარების გამოცხადებას. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
“შეხვედრა რამშტაინში და კიევისთვის მძიმე შეიარაღების გამოყოფა არ ტოვებს ეჭვს, რომ ჩვენი მტერი განუსაზღვრელად დიდი დროის განმავლობაში ჩვენს დასუსტებას, უფრო სწორად, განადგურებას ეცდება. მათ ამისთვის საკმარისი იარაღიც აქვთ და თუ საჭირო გახდება, ახლის წარმოებას დაიწყებენ. ამიტომაც, ილუზიები არ გვჭირდება. რა დასკვნები გამოგვაქვს აქედან? პირველ რიგში, ეს ძალიან რთული იქნება. მეორეც, გაჭიანურებული კონფლიქტის შემთხვევაში, ქვეყნებისგან, რომლებიც ამერიკელებმა და მათმა კასტრირებულმა ძაღლების ხროვამ დაღალეს, ახალი სამხედრო ალიანსი შეიქმნება. კაცობრიობის ისტორიაში, ხანგრძლივი ომების დროს ეს სულ ხდება. მაშინ შტატები ბებერ ევროპასა და საბრალო უკრაინელების ნარჩენებს საბოლოოდ მიაგდებენ, მსოფლიო კი კვლავ წონასწორობის მდგომარეობას დაუბრუნდება. თუ, რა თქმა უნდა, ძალიან გვიანი არ იქნება” – დაწერა მან.