“გული მწყდება მიშასა და ქართველ ერზე”-იუშენკო

რუს ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის ინტერვიუ ვიქტორ იუშენკოსთან – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და კარგად იცნობს მას და ახსოვს მისი პრეზიდენტობის პერიოდი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე, მის ამჟამინდელ მდგომარეობასა და საქართველოს ხელისუფლებაზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, 2008 წლის ომსა და უკრაინის მიერ საქართველოსთვისთვის იარაღის გადმოცემის  დეტალებს იხსენებს.

იუშენკო ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყნაში დემოკრატიულმა ძალამ დევალვაცია განიცადა და იმედოვნებს რომ საქართველოს დაბრუნებას დემოკრატიული განვითარებოსი გზაზე მომდევნო ხელისუფელბა შეძლებს. ამჯამინდელი მთავრობის პირობებში კი მას ამის იმედი არ აქვს.

“ერთი მხრივ მიშა მაქსიმალისტია. მზად არის, საქართველოს გულისთვის ყველაფერზე წავიდეს. თავის დიდ მისიას ხედავს. კარგად გასააზრებელია ვინ არის დღეს ხელისუფლებაში. რა ინსტრუმენტები აქვთ მათ და როგორ შეუძლიათ ეს მის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამ ხელისუფლებაში გამოჩნდა ან იყო უფრო მეტი ავტორიტარიზმი ვიდრე სააკაშვილი მიიჩნევდა. ამ ფაქტებმა მის წინააღმდეგ იმუშავა. როდესაც მიშასნაირი ლიდერი გვერდზე გადის, გარკვეულ დევალვაციას აქვს ადგილი. დემოკრატიულმა ძალამ დიდი დევალვაცია განიცადა. გული მწყდება მიშასა და ქართველ ერზე. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოსნაირი მეგობარი ქვეყნის ყოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვესმის რომ საქართველო შედგება ისეთ ქვეყნად როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ, მთავრობაში მოვა ხელისუფლება რომელსაც ტაშს დავუკრავთ, თუმცა სამწუხაროდ დღეს მათზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.”,– თქვა იუშენკომ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share