უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს და მას რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩა.
“დიახ, ჩვენ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მას აქვს რამდენიმე მძიმე დაავადება, რომელთაგან ერთ-ერთი კიბოა. მაგრამ არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ პუტინი ხვალ მოკვდება. მას კიდევ რამდენიმე წელი მაინც აქვს. მოგწონს თუ არა, ეს მართალია”,– ამბობს ის უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
ბუდანოვის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა საკამათოა.
“ბევრი შეიძლება ვიკამათოთ დიქტატორის მდგომარეობაზე, რომელიც ფიქრობდა, რომ სამ დღეში მთელ ქვეყანას დაიპყრობდა და კიევის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშას აღმართავდა. და მესამე თვეაა აცხადებს, რომ მსოფლიოში მეორე (და ზოგჯერ პირველი) არმია ჰყავს, ვერ უმკლავდება, მისი სიტყვებით, “ჩამორჩენილ არასახელმწიფო უკრაინას“. ეს მისი რიტორიკაა. რა მდგომარეობაში უნდა იყოს?”,– განაცხადა მან.
ბუდანოვის შეფასებით, პუტინი ისე დასრულებს სიცოცხლეს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს. მისი ცნობით, 2 თვის წინ პუტინის მოკვლა სცადეს.