დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის (Mi-6) ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დერლოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მალე “სანატორიუმში წავა“ და ამის შემდეგ დაკარგავს ძალაუფლებას, 2023 წელს კი ცოცხალი აღარ იქნება. მის განცხადების Unian გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დერლოვის აზრით, პუტინმა შესაძლოა მომავალ წლამდე დატოვოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, თუმცა არა უკრაინასთან ომის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მისივე შეფასებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ ის პრეზიდენტი ვეღარ გახდება.
“არა მგონია, ის ცოცხალი იყოს 2023 წელს”, – განაცხადა Mi-6-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
დერლოვი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი შესაძლოა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი გახდეს.
“თუ ჩემი თეზისი დადასტურებდა და პუტინი სანატორიუმში გაუჩინარდება, პატრუშევი იქნება სავარაუდო შემცვლელი. და რა თქმა უნდა, ამ სცენარში შემცვლელი დიდი ალბათობით იქნება მუდმივი. ანუ თქვენ იცით, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში მემკვიდრეობა არ არსებობს”,– აღნიშნა მან.
დაზვერვის ყოფილი უფროსის პროგნოზით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო რუსეთი შეიძლება “დაიშალოს“ მომდევნო 12-18 თვეში .