”2003 წლიდან დღემდე ვიყავი და ვარ ენმ-ს წევრი.
ამ პარტიაში მოღვაწეობა დავიწყე, რასაც ოფიცალური პოზიცია ქვია, უბნის კორდინატორობიდან.
აბსოლუტურად ყველა პოზიცია მეკავა ,რა მომენტშიც როგორც სჭირდებოდა პარტიის და საერთო საქმის ინტერსებს.
არ მითაკილია არცერთი პოზიცია, რადგან ვემსახურებიდი იმ საქმეს ,რომელიც მიყვარდა, მაინტერესებდა და საქმეს სჭირდებოდა მოცემულ მომენტში.
ამ ოცი წლის განმავლობაში, არცერთხელ არ ვყოფილვარ არც საპარლამენტო სიის და არც პოლიტსაბჭოს წევრი.
ბოლო პოლიტსაბჭოში, რომელზეც ახლა ერთი ამბავია ატეხილი თუ არ ვცდები 120 კაცზე მეტი იყო და ნამდვილად, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი , 120 კაციან პოლისაბჭოში თუ ჩემი ადგილის ქონაზე გამიჩნდებოდა პრეტენზია, არავის გაუკვირდებოდა და ვერც დამძრახავდა(რამდენად რენტაბელური და ქმედითუნარიანი იყო აწ უკვრ ყოფილი ორგანო,ეს ცალკე საკითხია)მაგრამ, მაშინ როცა დღემდე ბოლო პოლიტსაბჭო აირჩა, საჭირო იყო ბევრი ახლად მოსული პირი შესულიყო ამ წარმომადგენლობით ორგანოში, რადგან მაშინ ენმ-ი ახლად გაყოფილი იყო,თითქმის ყველა ლიდერი წავიდა პარტიიდან, რამაც სერიოზული კრიზისი მოუტანა ენმ-ს.
მაშინაც მხოლოდ ერდადერთი მიზნით ვიხელმძღვანელე და პოლისაბჭოში საკუთარი ადგილის ძიება არ დამიწყია.
ჩემთვის ენმ-ი, პოლიტსაბჭოს წევრობის გარეშეც და მისი წევრობითაც ზუსტად ერთი და იგივეა.
მთავარი იყო, პარტია გაძლიერებულიყო და ახლად შემოერთებული ადამიანებისთვის, პოლიტსაბჭოს წევრობა, დამატებითი მოტივატორი გამხდარიყო. რაც ნამდვილად მოხდა კიდეც.
მე პარტიის ინტერსები,სიყვარული და საქმისადმი ერთგულება ასე წარმომიდგენია.
ხვალაც ასე ვაპირებ მოქმედებას.
მთავარია, ჩვენმა ქვეყანამ მთავარი ჭირი, ივანიშვილის, პუტინის მიერ მართული ე.წ ხელისუფება მოიშოროს და თუ საჭირო გახდება ამ საქმისთვის, ყველაზე ბოლო პოზიციას დავიკავებ იმ პარტიაში, რომელშიც ცხოვრების ნახევარი გავატარე.
ლევან გილოცავ კიდევ ერთხელ და გისურვებ წარმატებებს ამ უდიდეს საქმეში” – წერს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა, დღეს “ნაციონალურ მოძრაობაში” გამართული პოლიტსაბჭოს კრების შემდეგ.