ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით….მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ კრემლს მშვიდობის დამყარების ნაცვლად კონფლიქტის ესკალაცია სურს.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share