შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევას. მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივმა 3 უსახლკარო ძაღლი, სავარაუდოდ, საწამლავით დახოცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალის შვილს ერთ-ერთმა ძაღლმა ასაფეთქებელის აფეთქების შემდეგ უკბინა.
“მთავართან” საუბარში მოქალაქე თამარ შოშიაშვილი ყვება, რომ აღნიშნული პირი რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში ძაღლების მოკვლით იმუქრებოდა. ცხოველთა უფლებადამცველები ასაჯაროებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის, დოდო ჩოხელისა და ცხოველთა დამცველის სატელეფონო საუბარსაც, სადაც ჩოხელი დახოცვას ამართლებს.
უფლებადამცველები ითხოვენ, რომ დოდო ჩოხელმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს. დამნაშავის დასჯის მოთხოვნით კი ხვალ გენერალურ პროკურატურასთან ცხოველთა უფლებადამცველების აქციაც იგეგმება