“კარგია….რომ აქციები დაინიშნა….მაგრამ არაშესაფერისი დღეა შერჩეული”- გიული ალასანია

ძალიან კარგია, რომ აქციები დაინიშნა – ერთადერთი ის არის, რომ არაშესაფერისი დღეა შერჩეული“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანია განაცხადა, რითაც დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან მას აქციების შესახებ არ უსაუბრია.

„აქციებზე მაინცდამაინც არ გვისაუბრია. ძალიან კარგია, რომ ეს აქციები დაინიშნა და ეს მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ერთადერთი ის არის, რომ დღე არის არაშესაფერისად შერჩეული, რადგან ორშაბათია და თან სამუშაო საათებია. ადამიანები, როგორც წესი, ამ დროს მუშაობენ. არ ვიცი, როგორ გამოვა“, – აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ აუწონიათ და ერთი კილოგრამი კიდევ დაკლებული აქვს. აი, რა გითხრათ? კიდევ სისუსტე აქვს, ნებისმიერი მოძრაობის გაკეთება უჭირს”, – დასძინა გიული ალასანიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share