ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. “ხალხის ძალის” დეპუტატების კანონპროექტს ეხმიანება.
საუბარია რუსული კანონის ანალოგზე, რომელიც მესამე სექტორის ზეწლას ისახავს მიზნად.
ლომჯარიას შეფასებით, “ყველა დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს დაუჭერს მხარს, ხელს მოაწერს რუსული გავლენის აგენტების სიაში საკუთარი თავის რეგისტრაციას”.
“იქნება ეგ სია და გვეცოდინება, ვინ გაყიდა სამშობლო. მაგრამ, არ გაგაყიდინებთ”- წერს ყოფილი ომბუდსმენი.