თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მედიის, ინფორმაციით, არიან დაშავებულები. კანდილის ობსერვატორიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიღრმე 7,7 კმ იყო.
ქვეყანაში ცუნამის საფრთხეც გაჩნდა. სპეციალისტები ზღვის დონის 0,5 მეტრით აწევას არ გამორიცხავენ და სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირის წინ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რასაც მხოლოდ თურქეთში 41 100 ადამიანი ემსხვერპლა.