სანამ კუბოში არ ჩაწვება, მანამდე იძახებენ, სიმულანტი არისო – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში კლავს.

„ეს არის მკვლელობის ბოლო სერია, სადაც აღარაფერი დარჩა, ბოლომდე მიჰყავთ საქმე და ამბობენ,  მან შიმშილით მოიკლა თავი. მართლა სანამ კუბოში არ ჩაწვება, მანამდე იძახებენ, რომ სიმულანტი არისო, ხომ?! შეიძლება დადგეს პრეზიდენტის სიკვდილი და მისი „დაინვალიდება“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share