დასრულდა საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი 7- 9 – 11 – 13 და 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელიც თბილისში გაიმართა.
საჭადრაკო ასპარეზობაზე გურიია 7 მონაწილით იყო წარმომადგენელი.
გურიის საჭადრაკო ოჯახის 14 წლის წარმომადგენელი, ოზურგეთელი 15 წლის თენგო თოიძე ჩემპიონატის ვიცე – ჩემპიონი გახა.
თენგო თოიძემ 15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი აიღო. ამასთან საკუთარი რეიტინგი (R 1760) 35 გააუმჯობესა.
თენგო წინა ჩემპიონატებშიც ყოველთვის ფავორიტებს შორის იყო და ბრინჯაოც აქვს აღებული, მაგრამ წლევანდელი წარმატება განსაკუთრებულია,რადგან მისი თამაშის ხარისხი და შედეგი ბევრად გასცილდა სასკოლო ასაკის დონეს.
15 წლის თენგო თოიძე მხოლოდ 0,5 ქულით ჩამორჩა ჩემპიონს, ვისთანაც პირადი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და თანაბარი ქულების შემთხვევაში თენგო ხდებოდა ჩემპიონი.