ხახვი, სიმინდის ფქვილი, კარტოფილი – რა გაძვირდა ყველაზე მეტად თებერვალში

2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელის გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ხახვი – 118.4%-ით
  • სიმინდის ფქვილი -79.6%-ით
  • კარტოფილი – 56.9%-ით
  • ნამცხვარი – 40.8%-ით
  • მწვანე ლობიო – 38.3%-ით
  • საზამთრო – 36.8%-ით
  • შესქელებული რძე – 130.8%-ით
  • ვაფლი კრემით – 30.5%-ით
  • ტომატ პასტა – 29.1%-ით
  • მდოგვი – 27. 4%-ით
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share