”რაც შეეხება თავად აქციას, აქაც უნდა ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ – ეს იყო ძალიან დახვეწილი ტალღა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, რომელიც გავრცელდა ამ საკითხის გარშემო. ფაქტობრივად პროექტი ჯერ ქაღალდზეც არ იყო დატანილი, ანუ ინიციირებულიც კი არ იყო ჯერ, როცა ის დაიბრენდა როგორც რუსული კანონი… ეს ზიზღის გამღვივებელი ტერმინია, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვაკავშირებთ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს რუსეთთან, ამით პირდაპირ ვქმნით მტრის ხატს და შესაბამისად ეს ობიექტი უნდა გახდეს ზიზღის და სიძულვილის ობიექტი. ამან მოიტანა ის აგრესია აქციაზეც.”
განაცხადა პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.