“გაუმჭვირვალეა NGO-ების მიზნები, მათი აქტივობა. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ვითხოვდით მინიმალურ გამჭვირვალობის დონეს” – ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშრებით საუბრობს და TV იმედის ეთერში რუსულ იკანონის მიღების მიზნებს ხსნის.
რა იყო მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ ამ კანონის მიღების. მე დეტალებში არ შევალ, ჩვენმა კანონმდებლებმა ძალიან კარგად განმარტეს ორი დღის განმავლობაში და მანამდეც შინაარსი, დეტალები, რასაც ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა – იცით, რომ რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი NGO იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით და ბურუსით მოცული, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ და არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედებები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, გავიხსენეთ, რომ ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გვაძახებენ და მოუწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც კარგია თავისთავად და ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. თუნდაც იგივე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიღებით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში.
ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. და რას ვგულისხმობ: მე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალურ გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე, – ამბობს ღარიბაშვილი.