“რამდენიმეს ფოტო ვნახე… გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში საუბრობს და 7-9 მარტს აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს აღწერს.
“ვინ დაიწყო ძალადობა?! ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. ამ გირჩის მოძრაობამ, ჯაფარიძე პროვოკატორის მოძრაობამ და ფრანკლინის კლუბის “ანარქისტებმა”, რამდენიმეს ფოტო ვნახე… გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ, რამდენიმე ადამიანს ახალგაზრდებს, არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება” – ამბობს ღარიბაშვილი.