ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, გურული დღიურების ფონდი 7-8 მარტის აქციის მონაწილე წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგონას მარო მაყაშვილის სტიპენდიით აჯილდოებს:
“გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა – ტაიკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით.” – წერს კეკელიძე.