”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე ოზურგეთის მერს, ავთანდილს თალაკვაძეს იმ პოსტზე პასუხობს, სადაც ოზურგეთის მერი წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთის იმიჯის შელახვით არის დაკავებული, რადგან მათ ქალაქის ცენტრში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი ე.წ. “კუბოქოთანა” არ მოეწონათ:
”ავთანდილ ბატონო, კაცი ხარ ქვეყანაზე , იქნებ აგვიხსნა და განგვიმარტო – თუ ქალაქის ცენტრში თავმოყრილი და ნამეტნავათ კუბოს მიმსგავსებული ჯართის გროვა არ მოგვწონს ეს რატომ გვეთვლება ოზურგეთის იმიჯის და ღირსების შელახვად??
თქვენს მიერ, უგემოვნოდ შესრულებულ სამუშაოებზე, ხმამაღალი პროტესტი ქალაქის დაცინვად, რომ ჩაგვითვალე ეს კიდე ცალკე უბედურებაა !!!” – წერს მჟავანაძე.