ივანიშვილი რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპია – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი უწოდა. ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ივანიშვილი სავარაუდოდ რთული არჩევანის წინაშე იქნება, იმიტომ რომ ეს არჩევანი დაიძაბება როგორც საქართველოს, ასევე დასავლეთის და მოსკოვის მხრიდან. იმიტომ რომ ერთი მხრივ მოსკოვი მიაწვება, მეორე მხრივ დასავლეთი. ყველაზე მნიშვნელოვნად ის ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვფიქრობ, ის შეეცდება ფანდების ჩატარებას. ივანიშვილი ვაჭრობაში ყველას ჯიბეში ჩაისვამს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – ივანიშვილი რუსი ოლიგარქია? მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ეს ბუნებრივია.

„მე ვიცი რომ რუსეთში იშოვა ფული, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ დავთმე ყველაფერიო. მე არ ვიცი…ხო ბუნებრივია, ოლიგარქი ოღონდ, ისე არ გამომივიდეს რომ იურიდიულად შემეშალოს… რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტიპია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share