17-19 მარტი , ქ თბილისში მძლეოსნობის სასახლემ და ახალი დიღმის სპორტული კომპლექსის მძლეოსნობის სათადარიგო არენამ, მძლეოსნობაში საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ( 2006 – 2007 – 2008 – 2009 წწ დაბადებულთა შორის) უმასპინძლა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა
გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის ნაკრებმა გუნდმა მიიღო და შეჯიბრზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ორი ოქროს მედალი ბირთვის კვრასა ( 3კგ) და ბადროს ტყორცნაში ( 1კგ) ქეთევან მამალაძემ მოიპოვა.
მწვრთნელები : დ.მანთიძე, მ.კოტრიკაძე
გიორგი პაკელიანი ბადროს ტყორცნაში მეორე ადგილს დაეუფლა და შინ ვერცხლი წამოიღო.
გიორგი პაკელიანმა თავი ბირთვის კვრაშიც გამოიჩინა (5 კგ) და ბრინჯაოს დაეუფლა.
მწვრთნელი მ. კოტრიკაძე
ასევე ვერცხლი აიღო ანა მგელაძემ ბირთვის კვრაში (3კგ)
ხოლო ბადროს ( 1კგ) ტყორცნაში ანა მგელაძემ ბრინჯაოს დაეუფლა.
მწვრთნელი მ. კოტრიკაძე
ელენე ჩავლეშვილმა ბირთვის კვრაში ( 1კგ) ტურნირიდან ბრინჯაო წამოიღო.
ასევე ბრინჯაოს დაეუფლა შუბის ტყორცნაში ( 700გრ) ლუკა ჯაფარიძე.
მწვრთნელი მ. კოტრიკაძე
საერთო ჯამში შეჯიბრიდან ოზურგეთის ნაკრებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღო.
ასევე ტურნირზე კარგად იასპარეზეს და საკუთარი შედეგები გააუმჯობესეს ლიზი ლიმაძემ 60 მ რბენაში , ბექა მჭედლიშვილმა , 60 მ რბენაში რომელიც 2011წ არის დაბადებული და სერგი კვანჭიანმა ბირთვის კვრაში, ასევე ირაკლი მექვაბიშვილმა სიგრძეზე ხტომაში.