დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პროცესი გაიმართა.
სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 მლნ ლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინიტრო კეზერაშვილს ზარალის ანაზღაურებას უწყებაში ჩატარებული ფიქტიური წვრთნების და 5 მილიონი ევროს გაფლანგვისთვის სთხოვს.
კეზერაშვილის უფლებადამცველები ამას ტელეკომპანია „ფორმულას“ საქმიანობაში ხელის შეშლას უკავშირებენ.
ექსმინისტრი აღნიშნული ტელევიზიის დამფუძნებელია.