პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის პასუხად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანას ჰყავს მოქმედი მტერი ოპოზიციის ნაწილის სახით. ღარიბაშვილმა მტრებზე საუბრისას ევროპარლამენტარების ნაწილიც მოიხსენია.
“რაც შეეხება კანდიდატის სტატუს და ამ გზაზე მოქმედ ქვეყნის მტრებს. მტერი ეს არის ადამიანი, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ჩვენს ქვეყანას, რომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის ის, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა ოპოზიცია, დესტრუქციული-რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, როდესაც დადიხართ თქვენ არ ვიცი, მაგრამ თქვენი კოლეგები ბრიუსელში და აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს, რომ ქვეყანამ არ მიღოს კანდიდატის სტატუსი. მტრობა არის როდესაც, მახსოვს ძალიან კარგად, ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ამ მტრობაში, ამ მტრულ საქმეში ჩართული გყავთ თქვენს მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით აკეთებენ ამ დაკვეთას. ესაა მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების”, – თქვა ღარიბაშვილმა.