” მთელი ჩემი მოგზაურობის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ყველაფრის მიუხედავად და თუნდაც გაუმართლებელი ზოგი გადაწყვეტილების თუ რიტორიკის მიუხედავად, აღარ შეიძლება დღეს საქართველოსთვის მეორე უარის თქმა სტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად. რადგან იზოლაციაში გადასროლა, ასე ვთქვა, არ შეიძლება. საქართველო არის რეგიონში, კავკასიაში, რომელიც ყველასთვის ძალიან საჭიროა სტაბილურობისთვის და არა მეორე ფრონტისთვის. ჩვენი სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი უარის თქმამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შიდა სტაბილურობაზე. ამიტომაც ყველას ინტერესია, რომ შავი ზღვა, კავკასია, ჩვენ ვიყოთ იმ სივრცეში, რაც არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.”
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში.