ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებას, საკუთარი ადმინისტრაციულ შენობაში კაფე-ბარის მშენებლობის შესახებ , დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციურ ძალაში აცხადებენ, რომ ეს პროექტი ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მორიგი ახირებაა და ეს მშენებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს მილიონამდე ლარი დაუჯდება. ოპოზიციის განცხადებებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტი კაფე-ბარის კი არა სასადილოს მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ პოსტს “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე სოცილურ ქსელში პასუხობს:
”ოზურგეთოს მერმა საჯაროდ დაგვგმო და საზოგადოებას უთხრა, ხალხო ნაცები იტყვილება რაის კაფე- რესტორანს, სასადილოს ვაშენებო, ხოლო მაგ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაო და კიდევ ერთხელ გვამხილა ოზურგეთის მოძულეობაში .
თქვენ ოჯახ-აშენებულებო, სასადილოს, კაფეს თუ სამიკიტნოს თქვენ იშენებთ სხვენზე, პირდაპირ სამუშაო კაბინეტის თავზე, ამავდროულად ქალაქის ცენტრალურ პარკში ევროკავშირის ფულით ისეთ ჯიხურებს დგამთ არაფერში რომ არ ჯდება და არაფერს რომ არ უხდება, ესეც არ გვაკმარეთ და პირდაპირ თეატრის წინ მოედანზე კუბის ფორმის ქოთნები თქვენ დაარახინეთ და კიდე ჩვენ დავცინით და არ გვიყვარს ჩვენი ქალაქი?” – წერს მჟავანაძე.