საქართველოს ნაკრები წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდი ხვალ ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ორივე ნაკრები უკვე ბათუმშია. საქართველო შეხვედრისთვის სრული შემადგენლობით ემზადება, ნორვეგიელებს კი ტრავმის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი არ ეყოლებათ.