ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განზრახ აგრძელებს თვითდაზიანებას.
„სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს. სიუჟეტი ვნახე ერთ-ერთ არხზე, რომ სააკაშვილის დედა აჩვენებდა საკვებს, რაც იქვე ჩანდა, რა კალორაჟის იყო, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გამაოგნებელი. დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.