იმედი მაქვს, მსგავს სანქციებს ევროკავშირიც დააწესებს – კრამერი

“იმედი მაქვს, მსგავს სანქციებს ევროკავშირიც დააწესებს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი საუბრობს. ის აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას გამოეხმაურა:

იმედი მაქვს, მსგავს სანქციებს ევროკავშირიც დააწესებს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ამ, არსებული სიტუაციის შემდეგ, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას მაინც განიხილავს, იმიტომ რომ ქვეყნის მოსახლეობა და ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ ნამდვილად ისწრაფის, საქართველოს მთავრობა კი, სამწუხაროდ, სხვა მიმართულებით მიდის. არ შეიძლება ასე იქცეოდე და თან, მეორე მხრივ, სტატუსს ითხოვდე. ძალიან მნიშნელოვანია, რომ მოსახლეობა მათ გზას გაჰყვეს და მნიშვნელოვანია, რომ “ოცნების” წარმომადგენლებმა ეს ძალიან კარგად გაითავისონ” – ამბობს კრამერი. 

ცნობისთვის, აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს, სასამართლო კლანის გავლენიან წევრებს, მათ შორის მურუსიძესა და ჩინჩალაძეს კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქციები შეეხოთ მოსამართლეთა ოჯახის წევრებსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share