პოლონეთში ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი იწყება – სმოლენსკის ტრაგედიიდან 13 წლის თავზე, ევროპარლამენტარებთან ერთად, ოპოზიციის წევრები ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ვარშავაში იმყოფება გიული ალასანიაც, სულ მალე პოლონეთში მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ ჯილდოს მიიღებს. მესამე პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის სახელობის პრომეთეს ჯილდო გადაეცემა.