მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა – ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.
“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი” – ამბობს გიული ალასანია.
საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ისინი არ საუბრობენ.