საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ცაგარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის მორიგი ჯილდოს გადაცემას გამოეხმაურა.
„ვერცერთი ჯილდო ვერ გააცოცხლებს მისი ხელით განადგურებულ ადამიანებს, ვერ დაუბრუნებს სიცოცხლეს ვერც სანდრო გირგვლიანს. შეუძლია შეაგროვოს ეს თავისი ჯილდოები და ჩამოიკიდოს ვიპ პალატაში, ან მიაყუდოს სადმე კედელზე. შეგვიძლია კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს დასავლეთ ევროპაში, ღრმად ჩაიხედეთ ამ ადამიანის წარსულში და მიაკვლევთ ძალიან ბევრ გაუბედურებულ ადამიანს. მიკვირს ამ ადამიანებისგან, როცა სააკაშვილის დონის და გაქანების კრიმინალებს არჩევენ და ჯილდოებს აძლევენ”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო” გადაეცემა.