“ქართული ოცნები” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტიტე ბაქანიძემ ბიძინა ივანიშვილის ლექსი მიუძღვნა.
ცნობისთვის დღეს, “ქართული ოცნების” დაფუძნების დღეა:
”მინდა სალამი მოგიძღვნა,
ბიძინი, ჩვენო ბატონო,
ყველა გლეხი გაგიმდიდრდეს
შენ, ჩვენი ქვეყნის პატრონო..
რაც პოლიტიკას მოხვედი
დემოკრატია აყვავდა
შენს საოცნებო ქვეყანას დიდი მშვიდობა დამყარდა….
რაც არჩევნები მოიგე, ხალხმა იცვალა იერი
მურუსიძიდან გააძრე თვით მოსამართლე ძლიერი…
ნაცები ისე დაშალე, როგორც ცალფეხა კვატია
შენი ფულების გულისთვის, ტრაკს აძლევს ყველა პარტია…
ვინც მთავრობაში შეუშვი, ყველამ გამოხრა ქვეყანა
სასახლეები დაიდგეს, რაც ქვეყნებია ყველგანა…
მათი საქმენის დაწერას ვერ უთავდება კალმები
გორგასალი და დავითი მათთან ყოფილან ლაჩრები…
პოლიტიკა გაქვს მისთანა, ჯერ რომ არ გაგვიგონია
ღარიბაშვილს და კობახას თავი ღმერთები გონიათ…
ვერ ვარემონტებთ საღორეს, ვეღარც ბოსელს და კარიას
ვეღარც სიმინდი დავთესეთ, ვეღარ ვასუქებთ ვარიას…
ეკონომიკა ისე დუღს, ხალხი გაგვირბის ქვეყნიდან
კანტეინერში წვებიან, ყუთები ადევთ ზევიდან…
წყალი არ მოგვდის კრანებში, აღარც გზა კვალი გვივარგა
სამაგიეროდ მთავრობამ ხალხის ძარცვაში ივარგა…
რაც ხალხს იმედი მოგვეცი, ჩაგვეყარა ყველა წყალში,
ვინცხამ აწი ხმაი მოგცეთ
კამეჩის რქა მოხვდეს თვალში”.