დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” გრძელდება – ბათუმის ორგანიზაციაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვენ. მიზეზი საკრებულოს სიის კორექტირებაა. გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან ის დეპუტატები ამოიღო, რომლებიც ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.
“ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მას ჰქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე, პასუხობდეს სხვა გამოწვევებს, რაც არის ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს რუსული ოცნება ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა. ამ დროს იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტის, ცვლის ბათუმელების ნებას. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა, და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს”, – თქვა გიორგი კირთაძემ. ენმ-ს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ ახალი მენეჯმენტის მიზანია ბათუმში ფრაქციის თავმჯდომარე შეიცვალოს.