“ლაიქ ფეიჯი” მაქვს და თუ ვინმეს უნდა “დამაფოლოვოს” – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თანაპარტიელების ბრალდებას, რომ მან კრიტიკოსები მეგობრებიდან წაშალა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, “არავის საქმე არ არის, ვინ ეყოლება სოციალურ ქსელში”.
”უკაცრავად, რა ნიუსია, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელები მეგობრებიდან წაშალა? ვისი რა საქმეა, მე მეგობრებში ვინ მეყოლება? ახლა, მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რა მიმოწერები მაქვს? ჩემი ცხოვრება გაინტერესებთ? სიგიჟეა”- თქვა მან.