უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია დაღუპვის მიზეზი და ადგილი.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით, ზურაბ ოდიშვილი არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია.
ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.