“დედაქალაქს პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს” – ხაბეიშვილი

“დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს …  საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში “ფეხადგმული”, რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი … ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ …
მკვლელი შადრევანით, ყველაფერში “ფულაობით” , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი …
უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა”

– ასე ეხმაურება ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ  სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share