კადიროვი ამბობს, რომ დასავლეთისგან დაჩაგრულების დამცველი არმიის შექმნა სურს

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტში იარაღის პრეზენტაციაზე თქვა, რომ სურს შექმნას არმია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებიდან დაჩაგრული ხალხის ინტერესებს დაიცავს.

“ბოლო დროს, მე უფრო მეტად ვფიქრობდი კარგი არმიის შექმნაზე, რათა შეძლონ გადავიდნენ სხვადასხვა შტატებში და დაიცვან ხალხი, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საკუთარ თავს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებენ”,- თქვა კადიროვმა.

გარდა ამისა, კადიროვის თქმით, მას სურს შექმნას გაწვრთნილი პატრიოტთა გუნდი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მზად არიან  წესრიგისთვის სიცოცხლე გასწირონ.

შეგახსენებთ, რომ კადიროვმა თებერვალში სამოქალაქო სამსახურის კარიერის დასრულების შემდეგ კერძო სამხედრო კომპანიის შექმნის გეგმებზე ისაუბრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share