რუსულად მოყოლილი საქართველოს ისტორია – ტურიზმის ბიზნესში რუსი გიდები მომრავლდნენ

რუსულად მოყოლილი საქართველოს ისტორია –  ტურიზმის ბიზნესი რუსეთის მოქალაქეებმა აიღეს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უცხოელი გიდების 99%  ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები არიან. არ არსებობს არანაირი სახელმწიფო რეგულაცია, რომელიც მათ დასაქმებას დაარეგულირებს.

ტურიზმის სექტორი რეაგირებას ხელისუფლებისგან ითხოვს. მათი თქმით, რუსეთის  მოქალაქეებს საქართველოში საქმიანობის დასაწყებად, მინიმუმ, სამუშაო ნებართა უნდა ჰქონდეთ.

კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რას უყვებიან რუსი გიდები საქ-ოში ჩამოსულ ტურისტებს. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე ან 1921 წლის რუსულ ოკუპაციაზე და აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.  ტურზმის სექტორში დასაქმებულები არ გამორიცხავენ, რომ რუსი გიდების  მიერ მოყოლილი ისტორიული ფაქტები  ისეთივე ნათარგმნი იყოს, როგორც მოსკოვის მიერ გადაწერილი საქართველოს უახლესი ისტორია.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share