იმერეთში მოცეკვავე წყვილი გამოჩნდა- თოვლის კიდევ ერთი ქანდაკება

თოვლში გაცოცხლებული ხელოვნების ნიმუშები. როგორც ჩანს კორონაპანდემიამ და მის გამო არსებულმა შზღუდვებმა ადამიანებს არა მხოლოდ სტრესი, არამედ ფანტაზიის უნარიც გაუღვიძა და წელს თოვლმა ხელოვნების მოყვარულებში ბევრი კრეატიული იდეაც გააჩინა.

გურული ავტორების უკვე ძალიან პოპულარული თოვლის ქანდაკებების შემდეგ, მოცეკვავე წყვილის ქანდაკება იმერეთში გამოჩნდა.რომლის ავტორიც ადგილობრივი, სალომე გელასვილია. ნამუშევარმა კი ათეულობით ადამიანის მოწონება და აღფრთოვანება უკვე დაიმსახურა.

თოვლის ქანდაკებები გურიაში

გურიაში თოვლისგან “ვენერას” ცნობილი ქანდაკება გააკეთეს.

მორიგი ქანდაკება გურიაში, ამჯერად სოფელ ვაკიჯვარში, ოთხმა მეგობარმა გააკეთა ფოტო: გიო გოლიაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share