“საქართველო განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა” – სიმონიანი კალაძეს განცხადებას უწონებს

პუტინის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, თბილისის მერს, კახა კალაძეს რუსეთში, ქართული პროდუქტების გატანასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უწონებს. წერს, რომ ამ სიტუაციაში “საქართველო განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა”.

სიმონიანი მიიჩნევს, რომ “სომხეთმაც იგივე უნდა გააკეთოს”.

შეგახსენებთ, კალაძის თქმით, “ქართული პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას? სისულელეა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share