45 წლის მამაკაცმა, 34 წლის მეზობელ ქალბატონს სთხოვა, რომ შეუძლოდ მყოფი დედის დასახმარებლად მასთან გადასულიყო, გადასვლის შემდგომ კი, მამაკაცმა ქალბატონის გაუპატიურებას ეცადა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ქალმა თავის დაღწევის მიზნით ფაჯრიდან გადმოხტომას ეცადა და შუშის ნამსხვრევებით ხელი რამდენიმე ადგილას დაიზიანა.
მეზობლებმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს, ხოლო ეჭვმიტანილი ამ დროისთვის მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.
შემთხვევა ნატანებში, ახალშენის უბაში მოხდა.